მარნის მდებარეობა: მესხეთი, ახალციხე
მარანი დაარსებულია 2009 წელს გიორგი ნათენაძის მიერ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ღვინოებით:
მესხური ქარვისფერი 2021 წლის, მშრალი ღვინო, (ახალციხური თეთრი, მესხური მწვანე, ჩიტისკვერცხა თეთრი, ჩიტისთვალა თეთრი)
მესხური წითელი 2021 წლის მშრალი ღვინო (ცხენის ძუძუ თეთრი, ხარისთვალა წითელი, მესხური შავი).
თამარის ვაზი 2021 წლის, წითელი მშრალი, სახეობა - თამარის ვაზი.
უიშვიათესი მესხური უნიკალური ყურძენი მოწეულია სამცხე-ჯავახეთში ველურად მზარდი საუკუნის ვაზებისგან. ღვინო აბსოლუტურად ბუნებრივია, დამზადებულია ქვევრში, ჭაჭაზე, 6-8 თვიანი დაყოვნებით.